Thumbnail
  • რონალდინიო პარაგვაის პოლიციამ საზღვარზე ყალბი პასპორტით გადასვლისთვის დააკავა
  • ლიონელ მესი რონალდინიოს ციხიდან დახსნას აპირებს

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რონალდინიო 10 დღის წინ პარაგვაის საზღვარზე ყალბი პასპორტის გამოყენებისთვის დააკავეს. თავდაპირველა, გაუჩო ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ბრაზილიელს დანაშაული არ აპატიეს და ციხეში დააბრუნეს.

რონალდინიო ფეხბურთის თამაშს ციხეშიც აგრძელებს. მან თანაგუნდელებთან ერთად ციხის ტურნირი მოიგო და საჩუქრად 16-კილოგრამიანი გოჭი მიიღო.

ბრაზილიელს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი ყოფილი თანაგუნდელი, ლიონელ მესი მზად არის, რომ რონალდინიოს თავისუფლებისთვის 4 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადოს. მესის ამ თანხის გადახდა მოუწევს დაუჯდება 4 ადვოკატისთვის, რომლებიც რონალდინიოს პარაგვაის სასამართლოში დაიცავენ.

არგენტინელმა ფეხბურთელი რონალდინიოსთან ერთად ბარსელონაში თამაშობდა. მათ დიდი მეგობრობა აკავშირებთ. მესიმ ბარსელონას მაისურით პირველი გოლი რონალდინიოს პასით გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები