- კალათბურთის შემდეგ ჰოკეის ლიგაც გაჩერდა
- NBA და NHL გადაჯაჭვულია, რადგან საერთო არენებს იყენებენ
- LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი
მას მერე, რაც იუტა ჯაზის კალათბურთელებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ, NBA-ს ხელმძღვანელობამ ჯერაც გაურკვეველი ვადით შეაჩერა სეზონი.
რამდენიმე საათში ანალოგიური გადაწყვეტილება NHL-ის ხელმძღვანელობამაც მიიღო. მიზეზი ისაა, რომ კალათბურთში უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები, ჰოკეის ლიგა და კალათბურთის ასოციაცია კი რამდენიმე არენას იყენებს ერთობლივად.
ლიგის ხელმძღვანელობამ ჰოკეის ფანებს მოთმინება სთხოვა და იმედი გამოთქვა, რომ სეზონი მალევე განახლდება და სტენლის თასის გათამაშებაც ჩვეულებრივ ჩატარდება.
კომენტარები