Thumbnail

'დაიცავით წესები' - დანიელე რუგანის მოწოდება დაინფიცირების შემდეგ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელს დანიელე რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა. რუგანი უკვე იზოლაციაშია, მაგრამ მას მანამდე ახლო კონტაქტი ჰქონდა ტურინული გუნდის სხვა მოთამაშეებთან და ამის გამო "ბებერი ქალბატონის" ყველა მოთამაშე კორონავირუსზე შემოწმდება.

25 წლის ფეხბურთელმა ვირუსის აღმოჩენის შემდეგ პირველი კომენტარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა. მან განაცხადა, რომ კარგადაა და ხალხს წესების დაცვისკენ მოუწოდა.

"თქვენ წაიკითხავთ ახალ ამბებს ჩემზე და ამიტომ მინდა, ყველა, ვინც ჩემს გამო ნერვიულობთ, დაგარწმუნოთ, რომ კარგად ვარ. მინდა ყველას მოგიწოდოთ, დაიცვათ წესები, რადგან ამ ვირუსს არ აქვს საზღვრები. გავაკეთოთ ეს საკუთარი თავისთვის, საყვარელი ადამიანებისა და ჩვენს გარშემო მყოფებისათვის", - განაცხადა დანიელემ. 

კომენტარები

ბოლო ამბები