Thumbnail
  • გიორგი დიასამიძე ბელარუსის თასის მატჩში კურიოზული აცილებით გამოირჩა
  • 27 წლის ნახევარმცველმა ცარიელ კარში გატანა ორიოდე მეტრიდან ვერ მოახერხა
  • სოლიგორსკის შახტიორის ქართველ ლეგიონერს მთავარი მწვრთნელი გამოექომაგა

საბურთალოს ყოფილი ნახევარმცველი გიორგი დიასამიძე, რომელიც გასული წლის დეკემბერში სოლიგორსკის შახტიორში გადავიდა, ბელარუსის თასზე კურიოზული აცილებით გამოირჩა. 

27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბელარუსის თასის გათამაშების ¼-ფინალურ მატჩში ცარიელ კარში ორიოდე მეტრიდან ვერ გაიტანა. 

შახტიორი, რომლის ღირსებას დიასამიძესთან ერთად ლაშა შინდაგორიძეც იცავს, ¼-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად ტორპედო ბელაზს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შინდაგორიძემ 54-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო დიასამიძე, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო, აცილებით მატჩის 77-ე წუთზე გამოირჩა. 

ბელარუსულმა მედიამ გიორგის ეპიზოდს "დღის კურიოზი" უწოდა, შახტიორის მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა კი ქართველი ფეხბურთელი ჟურნალისტებთან დაიცვა:

იური ვერნიდუბის თქმით, ორიოდე მეტრიდან ზოგჯერ კრიშტიანო რონალდოც აცილებს

"უბრალოდ ვიტყვი: ორი მეტრიდან რონალდოსაც აუცილებია. ეს ცხოვრებაა, ეს ფეხბურთია. ვერ ვიტყვი, რომ გიორგის ოსტატობა არ აქვს. მას ჩვენზე კარგად ესმის, განიცდის მომხდარს, მაგრამ მე ამაში საშინელს ვერაფერს ვხედავ. ვუთხარი კიდეც მას, რომ თავი მაღლა აეწია. საშინელი არაფერი მომხდარა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება", - აქვეყნებს ვერნიდუბის ნათქვამს pressball.

კომენტარები

ბოლო ამბები