Thumbnail
  • ბორჯღალოსნებმა ყუბანის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
  • საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთთან მე-20 მოგებისთვის იბრძოლებს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუსეთთან მატჩამდე, ყუბანის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართა. ბორჯღალოსნები შეხვედრას ოპტიმალურ ფორმაში ხვდებიან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა.

► ბორჯღალოსანთა შემადგენლობა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ

მატჩამდე ბორჯღალოსნები მშვენიერ ხასიათზე არიან - ნაკრებში საბრძოლო განწყობაა!

შალვა მამუკაშვილი და ბადრი ალხაზაშვილი.

გელა აფრასიძე: "რუსეთთან მატჩისთვის მზად ვართ. შეკრებამ კარგად ჩაიარა და იმედი მაქვს, რომ ქართველ ერს კიდევ ერთი გამარჯვებით გავახარებთ. ყველა გასვლით მატჩს უამრავი ქართველი გულშემატკივარი ესწრება. ხვალინდელ დაპირისპირებაშიც მათი მხარდაჭერის იმედი გვაქვს."

ბადრი ალხაზაშვილი: "იმედია, ხვალ კარგ და ლამაზ რაგბის ვითამაშებთ. მთავარი მიზანი სასურველი შედეგის დაფიქსირებაა."

გიორგი მელიქიძე: "მზადებამ კარგად ჩაიარა. ყველა მორაგბე კარგ ფორმაშია. მოვინდომებთ და შეხვედრას აუცილებლად მოვიგებთ."

ქართველი მორაგბეები რუსეთთან 22-ე შეხვედრაში მე-20 გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. ბოლო მატჩი ამ ნაკრებებს შორის თბილისში გაიმართა, როდესაც ბორჯღალოსნებმა 28:14 მოიგეს.

საინტერესო ფაქტები რუსეთთან მატჩის წინ

► მერაბ კვირიკაშვილი რუსეთთან მე-13 მატჩის მოგებას ეცდება.

► რუსეთთან ყველაზე მეტი, 5-5 ლელო ბესო უდესიანსა და ირაკლი მაჩხანელს აქვთ დადებული.

► საქართველოს ნაკრებს რუსეთისთვის 59 ლელო აქვს დადებული.

ლაშა ლომიძე ნაკრებში მე-40 შეხვედრას გამართავს.
პირველ ხაზში ლევან ჩილაჩავას ნაცვლად ანტონ ფეიქრიშვილი ითამაშებს.
გიორგი თხილაიშვილი

 

კომენტარები

ბოლო ამბები