Thumbnail

კოპა დელ რეის ბასკური ფინალი - ბილბაომ გრანადა გააგდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გრანადა 2:1 ბილბაო
  • ბასკური კლუბი ფინალში გავიდა

გრანადამ კოპა დელ რეის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ბილბაოს უმასპინძლა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, თუმცა ფინალში ბილბაო გავიდა, რომელსაც პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული და მეტოქის სტადიონზე გატანილი გოლის უპირატესობით ფინალის საგზურიც მოიპოვა.

სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. კარლოს ფერნანდესისა და ხერმან სანჩესის გოლებით მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა იური ბერჩიჩემ 81-ე წუთზე გრანადას გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რითიც ბილბაო ფინალში გაიყვანა.

კოპა დელ რეის ფინალს ''ესტადიო ლა კარტუხა'' უმასპინძლებს. ერთმანეთს სოსიედადი და ბილბაო დაუპირისპირდებიან. ბასკური ფინალი 2020 წლის 18 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები