Thumbnail
  • ლეგია 2:1 კრაკოვია
  • ვაკო გვილიამ მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა

ვაკო გვილიას ლეგიამ პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურში კრაკოვიას უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა, რითიც უშუალო კონკურენტთან ქულათა სხვაობა 6-მდე გაზარდა. ქართველმა შემტევმა სტუმართა კარში მე-2 გოლი გაიტანა.

გვილია მატჩის 44-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით გამოიჩინა თავი. ვაკოს გოლის გატანა ჯერ კიდევ 38-ე წუთზე შეეძლო, როდესაც მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა. ლეგიას 48 ქულა აქვს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. ვარშაველები მომდევნო ტურში გდანსკის ლეხიას ესტუმრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები