Thumbnail
  • 10 მარტი. რუსეთი კრასნოდარში საქართველოს უმასპინძლებს.
  • ბორჯღალოსანთა გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა.

10 მარტს, რაგბი ევროპას მეოთხე ტურში, რუსეთის ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კრასნოდარში უმასპინძლებს. მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მატჩამდე გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 21-ჯერ შეხვდნენ. ბორჯღალოსნებმა 19 მატჩი მოიგეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს და ერთი მატჩი დათმეს.

გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა - ზურა ჟვანიას ნაცვლად, ნაკრებში კარლენ ასიეშვილი გამოიძახეს. ასიეშვილმა ნაკრების კვართი 29-ჯერ მოირგო და სამჯერ მოახერხა ლელოს დადება.

ბორჯღალოსნები რუსეთთან მეოცე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს რაგბი TV შემოგთავაზებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები