- მანჩესტერ იუნაიტედი 3:0 უოტფორდი
- 1:0 - ფერნანდეში (45/პენ), 2:0 - მარსიალი (58), 3:0 - გრინვუდი (75)
მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგის მე-17-ე ტურის მატჩში ოლდ ტრაფორდზე უოტფორდს უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად - 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მატჩის საუკეთესო მოთამაშემ და გუნდის ახალწვეულმა - ბრუნო ფერნანდეშმა პენალტით გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე პორტუგალიელმა გრინვუდს გაატანინა.
"სწორედ ასე თამაშს ვაპირებ იუნაიტედში, აქ ამისთვის ჩამოვედი..." - ამბობს ფერნანდეში. "ყველამ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გვსურს - ჩემი მიზანიც ეს არის!"
მატჩის ოლე გუნარ სულშერმაც შეაფასა "მიხარია, რომ ბრუნო ასეთ ფორმაშია. გოლის გამტანი კაცი გვჭირდება და მგონია, რომ მეისონ გრინვუდი სწორედ ასეთია." - განაცხადა სულშემა.
კომენტარები