Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა მოიგო
  • ბორჯღალოსნებმა აია არენაზე ბელგიის ეროვნულ გუნდს 12 ლელო დაუდეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისში, "აია არენაზე", ბელგიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქეს 72 ქულით მოუგო - 78:6.

საოცრად ითამაშა აკაკი ტაბუცაძემ, რომელმაც პოკერი შეასრულა და ნაკრების რიგებში 5 ლელო დაუგროვდა.

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან მაისაშვილის გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და ბელგიის ნაკრებს ნორმალურად შეტევის საშუალებას არ აძლევდა. "ბორჯღალოსნებმა" პირველ ტაიმში 4 ლელო დადეს და ერთი საჯარიმო ლელოც მიითვალეს: ტაბუცაძემ ეროვნული ნაკრების კვართით მეორედ გამოიჩინა თავი.

დიდი 10-ის შემდეგ, სოსო მათიაშვილი ეროვნულ ნაკრებშიც გამოირჩა. თითო ლელო კი მშობლიურ ქალაქში ვანო კარკაძემ და ზურა ძნელაძემ დადეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 33:6 მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმიც ფანტასტიკურად დაიწყო. ცვლილებაზე შესულმა გიორგი ბეგაძემ ლელო გაიტანა, რასაც შემდეგ ტაბუცაძის დუბლი და გორგაძის ლელო მოჰყვა.

ბელგიელთა ჩათვლის მოედანში მე-9 ლელო გიორგი თხილაიშვილის ანგარიშზეა, ხოლო მეათე ზურა ძნელაძემ დაამიწა და დუბლი შეასრულა.

მატჩს წერტილი აკა ტაბუცაძემ დაუსვა. ლელოს მორაგბემ პოკერი შეასრულა - თედო აბჟანდაძემ ტაბუცაძის ორივე ლელო გარდასახა და მატჩი ბორჯღალოსანთა გამარჯვებით, ანგარიშით 78:6 დასრულდა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. მაისაშვილის გუნდმა ბონუს ქულაც მოიპოვა და გათამაშებას ერთპიროვნულად, 14 ქულით ლიდერობს.

"ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას 7 მარტს, სტუმრად პარიზში, პორტუგალიის ნაკრებთან გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები