- დელე ალი შეცვლამ გააბრაზა
- თუმცა როგორც მოურინიო ამბობს, ალი საკუთარ თამაშზე გაბრაზდა...
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური რაუნდის პირველ მატჩში, ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემ ჰოთსპური ლონდონში რბ ლაიპციგთან მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.
მოურინიომ მატჩის 64-ე წუთზე ინტერვული დელე ალი შეცვალა, შეცვლამ სათადარიგოთა სკამთან მისული ინგლისელი გააბრაზა და ალიმ წყლის ბოთლი ძირს დაანარცხა.
"თავის თამაშზე უფრო იყო გაბრაზებული, ვიდრე ჩემზე..." - განაცხადა მოურინიომ. "ყველაფერი მარტივადაა, გასვლაზე მატჩი გვაქვს მოსაგები და ზუსტად ამის გაკეთებას ვაპირებთ."
კომენტარები