Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, ატლეტიკოსთან სტუმრად 0:1 წაგება ლივერპულისთვის საკმაოდ სახიფათო შედეგია. ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ეს ალბათ ყველაზე უკეთ იცის და მატჩის შემდეგ გაბრაზებული იყო. ფრუსტრირებულები იყვნენ სხვა ლივერპულელებიც - მათ შორის ვირჯილ ვან დაიკი.

ჰოლანდიელმა მცველმა მატჩისშემდგომ კომენტარში ძირითადად იმ აუტზე ისაუბრა, რომელსაც ჯერ კუთხური, მერე კი ლივერპულის კარში გატანილი სწრაფი გოლი მოჰყვა. ვან დაიკი აუტის გამომწვევი ეპიზოდის მონაწილე იყო და მას ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ბურთი ბოლოს ატლეტიკოს თავდამსხმელ ალვარო მორატას შეეხო.

'ამის შემდეგ დაცვის ორგანიზება ადვილი არ იყო, რადგან ატლეტიკოს აუტი მოულოდნელი იყო ჩემთვის'

“ყველამ დაინახა, რომ ბურთი ბოლოს მორატას შეეხო. ბურთი სწორედ მისგან გადავიდა. ამის შემდეგ დაცვის ორგანიზება ადვილი არ იყო, რადგან ატლეტიკოს აუტი მოულოდნელი იყო ჩემთვის. ამიტომ, აუტი როცა მოაწოდეს, ქაოსი გვქონდა და ბურთი უბრალოდ კუთხურზე მოვიგერიე და მსაჯთან მის გადაწყვეტილებას ვაპროტესტებდი. კუთხურს კი რაც მოჰყვა, ყველამ ნახეთ. ბურთი რაღაცნაირად საულს მიუვიდა და გოლი გავუშვით,” - განაცხადა ვან დაიკმა.

საულის გოლი ლივერპულის კარში

ვან დაიკს კლოპიც ეთანხმება: “ჩემს ბიჭებს უკვე საკმარისად დიდი ხანია ვიცნობ. როცა ისინი მომენტზე ასე ბრაზდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ 100 პროცენტით მართლები არიან. მჯერა, რომ ჩვენი აუტი იყო და იმ გოლს აღარ გავუშვებდით. ამ ფაქტმა მატჩის ბედი, რა თქმა უნდა, ცოტათი გადაწყვიტა, რადგან იმ აუტის შემდეგ იყო კუთხური და კუთხურს ჩვენს კარში გატანილი გოლი მოჰყვა.”

📋 მეტი ამ თემაზე:

ლივერპულსა და ატლეტიკოს შორის საპასუხო მატჩი ‘ენფილდზე’, 11 მარტს გაიმართება და მადრიდული 0:1-ის შემდეგ, ცხადია, იცით, როგორი ანგარიშით მოგება სჭირდება ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლის გაგრძელებისთვის...

კომენტარები

ბოლო ამბები