Thumbnail

ბოლო პერიოდში, საბურთალო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ერთი თვის ინტერვალში, თბილისურმა კლუბმა გია ცეცაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნა და შემდეგ, გაათავისუფლა. იგივე მოხდა გიორგი ჭანტურიასთან დაკავშირებით. 26 წლის თავდამსხმელმა კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა ორ კვირაში კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ბუნებრივია, ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირშია. კლუბის წარმომადგენლები ვრცელ და დეტალურ განმარტებას მას შემდეგ გააკეთებენ, რაც გუნდი ესპანური შეკრებიდან დაბრუნდება. იქამდე, კლუბის პრეზიდენტმა ტარილ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში მოკლე კომენტარი გააკეთა…

"გია ცეცაძესთან გრძელვადიანი გეგმები გვქონდა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით და თანამშრომლობა შევწყვიტეთ. მეგობრებად ვრჩებით. გვინდოდა, რომ ცეცაძესთან ერთად წარმატების ისტორია შეგვექმნა, თუმცა არ გამოვიდა.

არის საკითხები, რომელიც კლუბში რჩება, საბურთალო კი განვითარებას გააგრძელებს. გუნდში დიდი განხეთქილება არ ყოფილა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. არსებობს ზღვარი და როდესაც პრობლემები დავინახეთ, თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ". - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

კომენტარები

ბოლო ამბები