- ტულონი 34:17 ბრივი
- ვასილ ლობჟანიძის ლელო ტულონთან
ვასილ ლობჟანიძის ბრივი მე-15 ტურში ტულონს ესტუმრა და 17:34 დამარცხდა. ორივე გუნდის რიგებში ქართველი მორაგბეები სათადარიგო სკამზე იყვნენ. ბექა გიგაშვილი (ტულონი) მოედანზე 46-ე წუთზე შეუშვეს, ზუსტად 7 წუთში კარლენ ასიეშვილი (ბრივი) გამოჩნდა მინდორზე. მატჩის 58-ე წუთიდან კი ვასილ ლობჟანიძეც ჩაერთო თამაშში და ზუსტად 4 წუთში ლელოც დადო, თუმცა ამ ლელომ ბრივს ვერ უშველა და სტუმრებმა მატჩი დათმეს.
- ბელგიასთან ლობჟანიძის გარეშე - ქართველებმა ფრანგების თხოვნა გაითვალისწინეს
- ლობჟანიძის მიღწევა - ქართველმა მორაგბემ ჯორჯ ნორსის რეკორდი მოხსნა
ტულონი 40 ქულით ჩემპიონატის მე-3 ადგილზეა, ბრივი 29 ქულით მეცხრეა. ტულონელთა მორიგი მეტოქე ლა როშელი იქნება, ბრივი აჟენს უმასპინძლებს.
კომენტარები