Thumbnail

საბურთალომ ცეცაძე გაათავისუფლა – ის სულ რაღაც 1 თვის წინ წარადგინეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართულმა კლუბმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
  • გია ცეცაძესთან 3-წლიანი კონტრაქტი 8 იანვარს გაფორმდა

საფეხბურთო კლუბმა საბურთალომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

შეგახსენებთ, საბურთალოელებმა ცეცაძე სულ მცირე ხნის წინ, კონკრეტულად კი, 8 იანვარს წარადგინეს და მასთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა, ეს თანამშრომლობა მალევე შეწყდა.

ქართულმა კლუბმა აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

“საფეხბურთო კლუბ საბურთალოსა და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც საბურთალოს ესპანურ ალკოიანოსთან ელის, ამხანაგურ მატჩზე გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

თუ ვინ იქნება მომავალში საბურთალოს მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანურ შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება”.

კომენტარები

ბოლო ამბები