Thumbnail

‘თავდაჯერებული და საჭირო ბურთების ჩამგდები მოთამაშეა’ - ანატოლი ბოისა დიქსონზე

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე

მაიკლ დიქსონი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. ამერიკელი მცველი ამჟამად ჩეხურ ნიმბურკში თამაშობს, რომელიც საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. 29 წლის ნატურალიზებული ამერიკელის შვეიცარიის ნაკრებთან ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასამატჩო განაცხადში შეყვანას მისი ყოფილი თანაგუნდელი ანატოლი ბოისა გამოეხმაურა.

ანატოლი ბოისა: “დიქსონი ქართველი ქომაგებისს საყვარელი მოთამაშე იყო. იგი მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება თავდაჯერებულობაა. ამ თვისების ხარჯზე, გადამწყვეტ მომენტებში დიქსონს არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი აქვს ჩაგდებული.”

მაიკ დიქსონს ნაკრებში არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი აქვს ჩაგდებული

დიქსონი საქართველოს მოქალაქე 2016 წლის ივნისში გახდა. 2017 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებში იგი საშუალოდ 16.6 ქულას, 3.2 მოხსნასა და 4.2 პასს აკეთებდა. უშუალოდ ევრობასკეტზე კი მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 13.8 ქულა, 2.0 მოხსნა და 5.2 პასი.

'მოხარული ვარ, რომ გუნდში დავბრუნდი. რასაც ვისწავლი, ისევ გუნდს მოვახმარ'

ანატოლი ბოისა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში თავის დანიშვნასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ილიას ზუროსთან მუშაობა აუცილებელი გამოცდილების შეძენის საუკეთესო საშუალებაა:

ანატოლი ბოისა: “ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან მოხარული ვარ, რომ გუნდში დავბრუნდი. რასაც ვისწავლი, ისევ გუნდს მოვახმარ. იმედი მაქვს, რომ ზუროსის გვერდით მუშაობისას მიღებული გამოცდილება კარიერაში ძალიან გამომადგება.” 

16 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს, 20 თებერვალს კი შვეიცარიის ნაკრებთან პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები