Thumbnail
  • უშუალო დაპირისპირებისას ორივე ჩინებულად გამოიყურებოდა
  • სტატისტიკურ ლიდერებში მე-4 ადგილზე თორნიკე შენგელიაა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ნიკოლა მიროტიჩის ბარსელონას უმასპინძლა და 83:87 დამარცხდა.

ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებგვერდმა აღნიშნული კალათბურთელების მომენტები ამოკრიფა და სპეციალური ვიდეო დაამზადა სახელწოდებით: შერმადინი და მიროტიჩის ბრძოლა MVP-ს ტიტულისთვის.

გიორგი და ნიკოლა მიმდინარე სეზონში მართლაც გამორჩეულად თამაშობენ, რაზეც მათი სტატისტიკური მაჩვენებლები მეტყველებს.

სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, ესპანურ ლიგაში პირველ ადგილზე სწორედ მიროტიჩია (25.3), მეორე კი შერმადინი (24.5) გახლავთ.

უშუალო დაპირისპირებისას, ქართველიცა და ესპანეთის მოქალაქეობის მქონე მონტენეგროელიც ჩინებულად გამოიყურებოდნენ.

შერმადინმა 26:18 წუთში 20 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, მიროტიჩმა კი 23:37 წუთში 18 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.

საინტერესოა, რომ გიორგი და ნიკოლა ეფექტურობის კოეფიციენტის მიხედვით მე-3 ადგილზე მყოფ სლოვენიელ კლემენ პრეპელიჩს (20.0) საგრძნობლად უსწრებენ, მე-4 პოზიციაზე კი ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელიაა (17.5).

კომენტარები

ბოლო ამბები