Thumbnail
  • ქართველმა ლეგიონერმა 11 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა
  • ალ შამალი ლიდერთან მატჩში ბოლო წამებზე დამარცხდა

ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა ალ შამალმა, რომელში უკვე ერთადერთი ქართველი ლეგიონერი მიხეილ ბერიშვილი ირიცხება, გიორგი ცინცაძე კი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერის გაგრძელებას დინამო თბილისში აპირებს.

34 წლის ცინცაძემ მიმდინარე სეზონში 14 მატჩის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მონაგარი კი 14.1 ქულა, 4.4 მოხსნა, 8.4 პასი და 1.3 ჩაჭრა იყო.

ალ შამალი ამჯერად ლიდერ ალ არაბის დაუხვდა და მართალია, პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო, საბოლოოდ, 72:75 დამარცხდა.

ბერიშვილმა მოედანზე 33:41 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლის შერულება მოახერხა.

მიხეილმა 11 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ალ შამალი 11 მოგებითა და 5 მარცხით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ხსენებულ ალ არაბის ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები