Thumbnail
  • რეალი 1:0 ატლეტიკო
  • დიეგო სიმეონეს კომენტარი

"სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდული დერბი გაიმართა, ჩემპიონატის ლიდერმა რეალმა მინიმალური სხვაობით დაამარცხა ატლეტიკო - 1:0. მატჩის 56-ე წუთზე ვინისიუსი-მენდის კომბინაცია საჯარიმოში გოლით ქარიმ ბენზემამ დაასრულა.

რეალი 49 ქულით პირველ ადგილზეა, ატლეტიკოს 36 ქულა აქვს. ქარიმ ბენზემამ ჩემპიონატში მე-13 გოლი გაიტანა. 

ქარიმ ბენზემამ 5-მატჩიანი "მშრალი" სერია დაასრულა ამ გოლით. თან, მან ატლეტიკოს "ბერნაბეუზე" გოლი პირველად გაუტანა. 

სხვათა შორის, "ბერნაბეუს" ტრიბუნებზე ისმოდა ხმები - "ჩოლო არ წახვიდე, დარჩი ატლეტიკოში", თუმცა მატჩის შემდეგ დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ტრიბუნებიდან ეს შეძახილები არ გაუგია. 

რეალ მადრიდმა ლა ლიგაში ბოლო 7 სეზონში პირველად შეძლო დერბის "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოგება. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფედე ვალვერდე დასახელდა. 

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "მწარე გამოცდილებაა - შეგვეძლო დადებითი შედეგით დაგვესრულებინა ეს მატჩი. რაც შეეხება კაზემიროსა და მორატას ეპიზოდს, მე ის ვერ დავინახე. ალვარო კი იმიტომ შევცვალე, რომ ფეხს იტკიებდა.

სიტუაცია არ მოგვწონს და მისი შეცვლა გვსურს, ამისთვის კი შრომაა საჭირო, მალე სხვა ფეხბურთელებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც აქამდე ვერ ვარჯიშობდნენ. დღეს პირველ ტაიმში არა გვიშავდა".

კომენტარები

ბოლო ამბები