Thumbnail
  • 📅 2 თებერვალი | ⌚ 19:00 | ⚽ რეალი V ატლეტიკო  | 📺 SILK სპორტი HD1
  • ზინედინ ზიდანის კომენტარი მატჩის წინ

შაბათს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მორიგი მადრიდული დერბი გველის - "სამეფო კლუბი" ლიდერის რანგში ხვდება ატლეტიკოსთან თამაშს, რომელიც კრიზისშია...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • რეალი
  • ფრე
  • ატლეტიკო

ამ გუნდებს ლა ლიგის ნახევარზე ოდნავ მეტი გასულია და უკვე 10 ქულა აშორებს, დიეგო სიმეონეს გუნდის მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის ზონა იქნება, ზინედინ ზიდანს კი ლა ლიგის ჩემპიონობა სურს.

მათ შორის ბოლო დაპირისპირებიდან არცისე დიდი დროა გასული, ისინი ახალი ფორმატით ჩატარებულ სუპერკოპას ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სუპერკოპას მატჩიც და პირველი წრის დაპირისპირებაც 0:0 დასრულდა. იმედია, გულშემატკივრებს ამჯერად მაინც გაუმართლებს.

რეალს ისევ არ ეყოლება ედენ აზარი, იმის მიუხედავად, რომ ბელგიელი სრულფასოვნად დაუბრუნდა ვარჯიშებს, ის ჯერ ფორმაში არ არის. გარეთ ბეილი ტრავმირებულია და ასევე ვერ ითამაშებს. შაბათის მატჩის განაცხადში ასევე ვერ მოხვდნენ ნაჩო, ბრაიმი და როდრიგო.

ატლეტიკოს დანაკარგი შთამბეჭდავია - სიმეონეს არ ეყოლება ჟოაო ფელიქსი, დიეგო კოშტა, ხოსე ხიმენესი და კოკე. საეჭვოა კირან ტრიპიერის თამაშიც. ატლეტიკოში დაბრუნებული იანიკ კარასკო, ალბათ, ასევე ვერ ითამაშებს. 

დიეგო სიმეონე და ზინედინ ზიდანი

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "სიხარულით ველით დერბის "ბერნაბეუზე", რადგან ჩვენი ფანების დიდ მხარდაჭერას ვიგრძნობთ. ყველაზე რთული ჩემთვის ყოველთვის განაცხადის შევსებაა - იმ მოთამაშეების ამოგდება, რომლებიც 18-ში ვერ ხვდებიან. 

არის თუ არა ეს რეალი უფრო ძლიერი, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში? არ ვიცი, ჩვენი მოგებათა სერიის მხოლოდ ერთი საიდუმლო ვიცი - ეს არის შრომა. აზარი ვარჯიშობს, მაგრამ ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკვა არ ღირს. 

ბოლო დროს ჩოლოს აკრიტიკებენ, მე ეს არ მესმის, თუმცა ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის. სიმეონე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა თავად ასეთად გვარდიოლას თვლის. მან უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ საუკეთესოთა შორისაა". 

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-5-1): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - ვალვერდე, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო - ბენზემა

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალკო, სავიჩი, ფელიპე, ლოდი - თომასი, ერერა, ლორენტე, საული - ა. კორეა, მორატა

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალს ბოლო 19 მატჩი აქვს მოგებული (ყველა შეჯიბრებაში), მათ შორის სუპერკოპას ფინალიც, რომელიც 0:0 დასრულდა (რეალმა პენალტებში იმარჯვა).

⚽ ამ ორ გუნდს შორის სულ 162 მატჩი გაიმართა ლა ლიგაში - რეალს 87 მოგება აქვს, ატლეტიკოს - 39.

⚽ ატლეტიკოს მონაწილეობით ბოლო 18 ტურიდან 15-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ რეალს ლა ლიგაში 12-მატჩიან მოგებათა სერია აქვს.

⚽ ლა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან 5-ში "სამეფო კლუბს" გოლი არ გაუშვია.

⚽ ატლეტიკოს რეალთან "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ 5 თამაშია (ყველა შეჯიბრება), რაც არ წაუგია. 

კომენტარები

ბოლო ამბები