Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა
  • მედიასთან გუნდების მწვრთნელებმა და მორაგბეებმა ისაუბრეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველ თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს ჩაატარებს, სადაც მათი მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება. ''ბორჯღალოსნები'' ''დინამო არენაზე'' ითამაშებენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • რუმინეთი

ლევან მაისაშვილის გუნდმა 2020 წელს პირველი ღია ვარჯიში უკვე ჩაატარა. მანამდე, მწვრთნელმა ''ბორჯღალოსანთა'' შემადგენლობაც დაასახელა. ღია ვარჯიშის შემდეგ, კაპიტნის ვარჯიში და წინასამატჩო პრესკონფერენციაც გაიმართა.

მიხეილ ნარიაშვილი და ლევან მაისაშვილი

ლევან მაისაშვილი (ბორჯღალოსანთა მწვრთნელი): "ვეცდებით, რომ შეტევასა და დაცვაში ის მომენტები გაუმჯობესდეს, რომლებსაც ვამუშავებდით. გვქონდეს მრავალფეროვანი შეტევები და ყველაფერი მოედანზე დახვეწილი იყოს. ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის. ამიტომაც ავირჩიეთ ის შემადგენლობა, რომელიც მსოფლიო თასზე იყო. ლექსო ყაულაშვილს ადრეც შევთავაზეთ A ნაკრებში ჩამოსვლა, რაზეც უარი მივიღეთ.

რაც შეეხება მეტოქეებს, ფავორიტის როლში ყოფნა ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მეტოქე დიდი მონდომებით გეთამაშება. დარწმუნებული ვარ, რომ რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებები საინტერესო რაგბის შემოგვთავაზებენ. ყველა გუნდს თავისი ხელწერა და ძლიერი მხარე აქვს.

მიხეილ ნარიაშვილი (ბორჯღალოსანთა კაპიტანი): "ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, მაგრამ ახალი სახეები არ გვყავს. კარგად მოვემზადეთ. ძალიან დაგვეხმარა ის ამბავი, რომ მწვრთნელებს ყველა ვიცნობთ. მოსამზადებელი კვირა კარგი იყო. რუმინეთის მხრიდან მძიმე და რთულ თამაშს ველოდებით."

ენდი რობინსონი (რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი): "დეკემბრის პირველი კვირის შემდეგ ერთად აღარ გვივარჯიშია. დავუბრუნდით სავარჯიშო ეტაპს. რუმინეთის ნაკრები განვითარებისთვის მუშაობს. 7-8 წლის წინ საქართველომ და რუმინეთმა ითამაშეს მსოფლიო თასზე. მათ მოახერხეს დონის შენარჩუნება და ასევე აქვთ გარკვეული პროგრესი უკანა ხაზში. ეს წელი არის მზადების პროცესი მომდევნო 2 წლისთვის. უნდა მოვემზადოთ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. უნდა გავსინჯოთ რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე, რათა ისინი გამოვცადოთ."

კომენტარები

ბოლო ამბები