- ანორთოსისი 3:0 (0:0) ოლიმპიაკოსი
- ჯანო ანანიძე პირველივე თამაშში სასარგებლო იყო
კვიპროსის თასის საპასუხო მერვედფინალის 56-ე წუთზე ანორთოსისში ჯანო ანანიძის დებიუტი შედგა. თემურ ქეცბაიამ მოსკოვის სპარტაკის ყოფილი ნახევარმცველი განაცხადში შეიყვანა და ის მოედანზე ნიკა კაჭარავას ნაცვლად შეუშვა.

ქეცბაიას სხვა ქართველებიდან ბუბა დაუშვილი სასტარტოში იყო და ის 81-ე წუთზე შეცვალეს (მან ტრავმა მიიღო), გიორგი ლორია ისვენებდა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.
📺 ანორთოსისი V ოლიმპიაკოსი
ჯანოსთან ბრძოლაში პორტუგალიელმა როჟერიო სილვამ წითელი ბარათი მიიღო. პორტუგალიელმა ანორთოსისის ფანების რისხვა დაიმსახურა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა ნიქოზიის ოლიმპიაკოსს 3:0 მოუგო (პირველი მატჩი - 0:0) და 1/4 ფინალში გავიდა.
კომენტარები