Thumbnail
  • იბეროსტარ ტენერიფე 92:59 ვეფ რიგა
  • გიორგი შერმადინი: 7 ქულა 

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ რიგის ვეფ-ს უმასპინძლა და 92:59 მოუგო. 

ტენერიფე კარგა ხნის გასულია, ამიტომაც გიორგიმ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზეც სულ 08:20 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე მხოლოდ 7 ქულა და 1 მოხსნაა. გიორგის ბოლო ორ მეოთხედში საერთოდ არ უთამაშია.

წუთიერი დუმილიკობი ბრაიანტის საპატივცემულოდ

ტენერიფე 11-2 ბალანსით ლიდერობს და ბოლო ტურში 4 თებერვალს ბამბერგს ესტუმრება. 11 მოგება აქვს მაიკლ დიქსონის ნიმბურკსაც, რომელმაც სტუმრად 98:66 მოუგო მორნარ ბარს. დიქსონს არ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები