Thumbnail
  • მიხეილ ბერიშვილმა ამჯერადაც შედეგიანად ითამაშა
  • გიორგი ცინცაძეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია

ყატარულმა ალ შამალმა, რომლის ღირსებასაც მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ცინცაძე იცავენ, მორიგი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.

ალ სადთან დიდ ბრძოლაში მოგებულ (73:72) შეხვედრაში ცინცაძეს მონაწილეობა არ მიუღია, ბერიშვილმა კი, რომელმაც წინა ტურში 40 წუთში 42 ქულა მოაგროვა, ამჯერად, შეუცვლელად ითამაშა.

ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულას 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა.

მიხეილმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ემირ მუიკიჩს (22 ქულა, 14 მოხსნა) ჩამორჩა.

ალ შამალს 10 მოგებითა და 3 მარცხით პირველი ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 23 იანვარს, სტუმრად, ყატარ სპორტსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები