Thumbnail
  • ქართველი ლეგიონერის ეფექტური მომენტი პირველ ადგილზე გავიდა
  • თორნიკე შენგელიას ორქულიანმა ბასკონიას ბარსელონასთან მოაგებინა

ეპიზოდი თორნიკე შენგელიას მონაწილეობით ევროლიგის მე-17 ტურის TOP 10-ში პირველ ადგილზე მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში შენგელიას ბასკონიამ ტურნირის ერთ-ერთ ლიდერ ბარსელონას 76:74 სძლია, თორნიკემ კი 31 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და თამაშის გმირი გახდა.

მომენტი, რომელიც ევროლიგის ხელმძღვანელობამ დააფასა, აღნიშნული შეხვედრის მიწურულს მოხდა.

შენგელია სამქულიანის ხაზიდან ფარისკენ დაიძრა და ევროლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ვარსკვლავ ნიკოლა მიროტიჩს ბურთი თავზე გადაატენა.

ეპიზოდი თავისთავად ძალიან ეფექტური ხომ იყო და ამასთან, ქართველმა კალათბურთელმა სლემდანქი საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე განახორციელა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ნიკოლა მიროტიჩმა თორნიკე შენგელია ვერ შეაჩერა

საინტერესოა, რომ ტურის საუკეთესო ათეულში თორნიკეს კიდევ 1 სლემდანქიც მოხვდა, რომელიც მან ბარსელონასთან მატჩის დასაწყისში შეასრულა. მომენტი, როდესაც ქართველმა ფორვარდმა ბურთი უკვე უნგრელ ადამ ჰანგას გადაატენა, მე-8 ადგილზე გავიდა.

ბასკონიამ 7 მოგება და 10 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, ევროლიგაში მომდევნო მატჩს კი 9 იანვარს, შინ, სტამბოლის ფენერბაჰჩესთან ჩაატარებს.

ვთქვათ ისიც, რომ გასულ 17 მატჩში თორნიკეს საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 29:56 წუთი, 16.7 ქულა, 5.9 მოხსნა, 2.1 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 18.7.

კომენტარები

ბოლო ამბები