Thumbnail
  • სევილია 2:5 ატლეტიკო

ლა ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში სევილიამ საკუთარ კედლებში მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით - 2:5 დამარცხდა. შეხვედრაში ატლეტიკოს შემტევმა, ანტუან გრიზმანმა ჰეთ-თრიკი გაიტანა, ხოლო თითო გოლი კოკემ და დიეგო კოშტამ გაიტანეს.

ანგარიში 29' წუთზე დიეგო კოშტამ გახსნა, ესპანელი შესანიშნავ ფორმაშია, ატლეტიკოში დაბრუნების შემდეგ, კოშტას 9 თამაში აქვს ჩატარებული, სადაც 7 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).

დიეგო კოშტა კარგ ფორმაშია, ესპანელს ატლეტიკოში დაბრუნების შემდეგ 5 გოლი აქვს გატანილი

ანტუან გრიზმანი მიმდინარე სეზონში ლიონელ მესის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომლის გოლების და საგოლე გადაცემების მაჩვენებელმა 2 ნიშნა რიცხვს მიაღწია - 15 გოლი, 10 საგოლე გადაცემა.

დიეგო სიმეონე
"ტაქტიკურად ძალიან კარგად ვითამაშეთ, ფეხბურთელებმა 100% გაიგეს ყველაფერი, რაზეც თამაშის წინ ვისაუბრეთ. სევილია მონტელას ხელში კარგად თამაშობს, მაგრამ დღეს ჩვენ ვაჯობეთ. გრიზმანი გასაოცარი ფეხბურთელია."

მადრიდის ატლეტიკო 25 ტურის შემდეგ 58 ქულით მეორე ადგილზეა და გათამაშების ლიდერ ბარსელონას - 7 ქულით ჩამორჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები