Thumbnail

10 წლის მანძილზე მეორე გამარჯვება! ჯერარდმა 'ოლდ ფირმი' მოიგო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სელტიკი 1:2 რეინჯერსი
  • 0:1 - კენტი (36), 1:1 - ედუარდი (42), 1:2 - კატიჩი (56)

რეინჯერსმა 2019 წლის ბოლო მატჩი პარკ ჰედზე - სელტიკის წინააღმდეგ ჩაატარა და გლაზგოს 'ოლდ ფირმი' დაძაბულ ბრძოლაში, მთელი დეკადის მანძილზე მეორედ მოიგო!

სტივენ ჯერარდი: "მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, თან ასეთ გუნდთან, ჩვენ უშუალო მეტოქესთან და ქვეყნის ყველაზე წარმარტებულ კლუბთან! მხოლოდ მეორე გამარჯვება დეკადაში სელტიკის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც გუნდი უოლტერ სმიტმა დატოვა და ეს დიდი დღეა ჩვენთვის."

პირველი წრის შემდეგ სელტიკის შოტლანდიის პრემიერშიფს 52 ქულით ლიდერობს, მეორეზე - 50 ქულით რეინჯერსია, თუმცა სტივენ ჯერარდის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები