Thumbnail
  • არსენალი 0:3 მანჩესტერ სიტი
  • ვენგერის მესამე ფინალი მარცხით დასრულდა.
  • კაპიტნის დაბრუნება.

მანჩესტერ სიტიმ ინგლისის ლიგის თასის ფინალში ლონდონის არსენალი 0:3 გაანადგურა და ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიგო. არსენ ვენგერი ლიგის თასის ფინალში მესამედ დამარცხდა, ფრანგმა 2007, 2011 და 2018 წლებში ვერ მოახერხა თასის აღება და "კარაბაოს თასი" (როგორც დღეს უწოდებენ) დარჩა, ერთადერთ შიდა ტურნირად, რომელიც ვენგერს მოგებული არ აქვს.

შეხვედრაში ანგარიში 18' წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა და მიმდინარე სეზონში თავისი ოცდამეათე გოლი გაიტანა. არსენალმა აგუეროს გოლს პირველ ტაიმში ვერაფრით უპასუხა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

სიტის ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

პეპ გვარდიოლა
"პირველი ტაიმი არ ვარგოდა, მეორეში თამაში გამოვასწორეთ და მოვიგეთ. მაგრამ ამაზე მნიშნველოვანი თასებიც არსებობს და სწორედ ამ ტურნირებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას."

მეორე ტაიმი სიტიმ უკეთესად დაიწყო, კევინ დე ბრუინეს და ილქაი გიუნდოგანის გათამაშებულ კუთხურს, გუნდის კაპიტანმა ვინსენ კომპანიმ საჯარიმოში ფეხი დაუხვედრა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

არსენალი გაშვებული გოლის შემდეგ დაიბნა, ლონდონელებმა მოტივაცია დაკარგეს, განსაკუთრებით გუნდის შუა ხაზი - უილშირი, ჯაკა, რემსი გაქრნენ თამაშიდან. სიტის სწრაფ შეტევებს, არსენალის ნახევარდაცვა ინერტული, ნელი ნაბიჯით ხვდებოდა, შედეგად დავიდ სილვამ ბურთი არსენალის საჯარიმოში მარტივად მიიღო, ერთი მოძრაობით კალუმ ჩემბერსი ჩამოიტოვა და ანგარიში 0:3 გახადა.

პეპ გვარდიოლა და მისი სამწვრთნელო შტაბი თასით ხელში

სილვას გოლამდე, ინდივიდუალური შეცდომები დაუშვეს კლაუდიო ბრავომ და დავიდ ოსპინამ. 0:3-ზე ვენგერმა ივობი და უელბეკი შემოიყვანა, თუმცა მათ გამოჩენას არსენალის ინტერტული შეტევისათვის არაფერი მიუცია და მატჩი სიტის ტრიუმფით და გვარდიოლას პირველი მანჩესტერული ტიტულით დასრულდა.

გარი ნევილი
"შეხედეთ ჯაკას და რემსის, დადიან! უემბლიზე თამაში ასე არ შეიძლება. არსენალი გასულ სეზონებშიც ვერაფერს იგებდა, მაგრამ თამაშის ხარისხით, სანახაობრივი კუთხით, ყველას სჯობდა. ეხლა იგივეს ვერ ვიტყვით - ლივერპული, ტოტენჰემი, სიტი ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ. ხოლო იუნაიტედი და ჩელსი მათ ფიზიკური მომზადებით, ასევე ხასიათით ჯობნიან."

არსენალი და სიტი ერთამენთს, ხუთშაბათს, პრემიერლიგის მატჩში დაუპირისპირდებიან. ვენგერი, გვარდიოლას ემირატებზე უმასპინძლებს, შეხვედრა 23:45-ზე დაიწყება.

42 ტრავმა გადატანილი კაცი

ვინსენ კომპანი მანჩესტერ სიტიმ 2008 წელს, ჰამბურგიდან გადაიყვანა. ბელგიელი გუნდს, როგორც საყრდენი ნახევარმცველი ისე შეუერთდა, თუმცა მალე, დაცვის ცენტრის ლიდერი გახდა.

ვინსენ კომპანი აღნიშნავს გოლს არსენალის წინააღმდეგ

კომპანიმ მალე დაიმკვიდრა თავი სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო 2011-დან გუნდის კაპიტნის სტატუსს ატარებს. "ვინის" როგორც მას ხშირად გვარდიოლა ეძახის, 2008 წლიდან დღემდე 42-ი მსუბუქი და მძიმე ტრამვა აქვს გადატანილი, სულ ბოლო, ეხლახანს მოირჩინა, დაბრუნდა და დღეს თასის ფინალში გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები