Thumbnail
  • თურქული CNN შოთა არველაძის ქასიმფაშაში დაბრუნებას ვარაუდობს
  • gelderlander.nl - ვიტესის სიაში არველაძეცაა

უზბეკური ფახთაქორის მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძე ბოლო ხანებში თურქულ და ჰოლანდიურ კლუბებს უკავშირებენ. 

CNN Türk-ის ინფორმაციით, სტამბოლში ქართველ სპეციალისტსა და ქასიმფაშას ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებაც შედგა. შოთა ქასიმფაშას 2012-2015 წლებში წვრთნიდა. ახლა თურქულ კლუბს ძნელი დროება აქვს - მხოლოდ 15 ქულა აქვს. წყაროს ცნობით, ქართველი მწვრთნელი ფიქრობს ამ შემოთავაზებაზე.

წაიკითხე | საუკეთესო განადგურება აიაქსის ისტორიაში - AJAX TV-მ არველაძის ბენეფისი გაიხსენა

gelderlander.nl წერს, რომ არნემის ვიტესი ასევე განიხილავს შოთა არველაძის კანდიდატურას. ამჟამად ვიტესს იოსეფ ოსტინგი წვრთნის, ის დროებითი თავკაცია, თუმცა, მოულოდნელად, ოსტინგმა გუნდი კარგად აათამაშა და მისი დარჩენის შანსებიც გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ოსტინგმა ლეონიდ სლუცკი შეცვალა, რომელიც ახლა ქართველთა რუბინს ჩაუდგა სათავეში.

შოთა არველაძემ ფახთაქორში ტრიპლი შეასრულა - გუნდმა ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით უზბეკეთის ჩემპიონატი, თასი და ლიგის თასი მოიგო. ის უზბეკეთის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები