Thumbnail
  • სავარაუდოდ, კახა ჩხეტიანი დინამო თბილისს ჩაიბარებს
  • საბურთალო გია ცეცაძესთან აწარმოებს მოლაპარაკებას 

2020 წლის ეროვნულ ლიგას რამდენიმე გუნდი ახალი მწვრთნელით შეხვდება. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი მწვრთნელი ეყოლება საქართველოს ჩემპიონს, დინამო თბილისს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ეს მწვრთნელი კახა ჩხეტიანი იქნება.

ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი ფელის ვისენტემ, მასთან ერთად კი ჩისკომ დატოვა, ვაკანტურ ადგილს კი სავარაუდოდ ქუთაისის ტორპედოს ექს-მწვრთნელი დაიკავებს. ეს ინფორმაცია ორშაბათს დადასტურდება.

შესაბამისად, უმწვრთნელოდ დარჩა ქუთაისის ტორპედო - გუნდი, რიმელიც ისევ მძიმე ფინანსურ კრიზისშია. დღეს, რთული სათქმელია, საერთოდ რა ელის ტორპედოს და როგორი გუნდით ითამაშებს ეროვნული ლიგის მომდევნო გათამაშებაში. თუმცა, ის კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისურ გუნდს დიდი ალბათობით ჩხეტიანის თანაშემწე, მიხეილ აშვეთია ჩაუდგება სათავეში.

ახალი მწვრთნელი ეყოლება საბურთალოს, რომელიც გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა. არადა, თბილისურმა გუნდმა საქართველოს თასი მოიგო.

მოკლედ, საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გუნდები ახალ სეზონს ახალი მწვრთნელებით შეხვდებიან. ცნობილია, რომ საბურთალოს ხელმძღვანელები მოლაპარაკებას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთან, გია ცეცაძესთან აწარმოებენ და საინტერესოა, რით დასრულდება ეს პროცესი.

გია ცეცაძემ შესაძლოა საბურთალო ჩაიბაროს 

 

კომენტარები

ბოლო ამბები