- ტურნირს 7-14 დეკემბერს ისრაელის ქალაქი ეილატი უმასპინძლებს
- გურამ გიორბელიძის საკითხი ჯერაც გაურკვეველია
7-14 დეკემბერს ისრაელის ქალაქ ეილატში ჭაბუკ (15-17 წლამდე) ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები 13 კაციანი შემადგენლობით ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით იასპარეზებს, გოგონათა მთავარ მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას კი შეჯიბრზე მხოლოდ 1 სპორტსმენი მიჰყავს.
ნაკრებმა ევროპირველობისთვის 2 თვიანი შეკრება საჩხერესა და დუშეთის ბაზაზე გაიარა. ანთაურის განცხადებით, მზადებამ კარგად ჩაიარა და ძალოსნები სრულ მზადყოფნაში არიან.
გამონაკლისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გურამ გიორბელიძეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მუხლის ტრავმა მიიღო და ევროპირველობაში მისი მონაწილეობის საკითხი ისრაელში გადაწყდება.
15 წლამდე ნაკრები:
67 კგ. ნიკა ესართია
73 კგ. თორნიკე ლომთაძე
89 კგ. გურამ ვეკუა
17 წლამდე ნაკრები
55 კგ. ბაჩუკი შამილიშვილი
61 კგ. გიორგი ხარაზიშვილი
67 კგ. გურამ გიორბელიძე
81 კგ. მანუჩარ გოგოხია
81 კგ. საბა ასანიძე
89. ლუკა ქაშიბაძე
96. ლაშა თაქთაქიშვილი
102 კგ. საბა ანთაური
102 კგ. ვანო ქაზუმაშვილი
+102 მიხეილ ადამია
გოგონები
15 წლამდე – ნათია გადელია (76 კგ.)
კომენტარები