Thumbnail

აინტრახტმა არსენალის 12-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლონდონის არსენალმა ფრანკფურტის აინტრახტთან წააგო
  • სპორტინგმა პსვ-ს 4 უპასუხო გოლი გაუტანა - ბრუნო ფერნანდეშმა დუბლი შეასრულა

ევროპალიგის მე-5 ტურში არსენალმა ფრანკფურტის აინტრახტს უმასპინძლა და 2:1 დამარცხდა, რითიც ევროპალიგაზე 12-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია დაასრულა. ლონდონელები ობამეიანგის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა გერმანელებმა კამადას დუბლით მოიგეს. არსენალს 10 ქულა აქვს და ბოლო ტურში ლიეჟის სტანდარდს ესტუმრება. აინტრახტი კი საკუთარ მოედანზე გიმარაეშს უმასპინძლებს.

ლისაბონის სპორტინგმა მარკ ვან ბომელის პსვ-ს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ჯგუფში 12 ქულით გალიდერდა. ლისაბონელები ავსტრიულ ლასკ ლინცთან ერთად ჯგუფიდან გავიდნენ და ჰოლანდიური კლუბი ჯგუფში ჩატოვეს.

არსენალი 1:2 აინტრახტი

გოლები: 1:0 ობამეიანგი (45+1), 1:1, 1:2 კამადა (55, 64)

სელტიკი 3:1 რენი

გოლები: 1:0 მორგანი (22), 2:0 კრისტი (45+1), 3:0 ჯონსტონი (74), 3:1 ონუ (89)

დუდელანჟი 0:2 აპოელი

გოლები: 0:1 მატიჩი (პენ-12), 0:2 მერკისი (43)

გიმარაეში 1:1 ლიეჟის სტანდარდი

გოლები: 0:1 ლესტიენი (პენ-40), 1:1 ანდრე პერეირა (45+2)

ლაციო 1:0 კლუჟი

გოლი: 1:0 ხოაკინ კორეა (24)

ლუგანო 0:1 კოპენჰაგენი

გოლი: 0:1 ტომსენი (27)

მალმიო 3:3 კიევის დინამო

გოლები: 1:0 ბენგსტონი (2), 1:1 მიკოლენკო (18), 1:2 ციგანკოვი (39), 2:2, 4:3 როზენბერგი  (48, 90+6), 3:2 რაკიპი (57), 3:3 ვერბიჩი (77)

როსენბორგი 1:2 ლასკ ლინცი

გოლები: 0:1 გოინიგერი (20), 1:1 იონსენი (45), 1:2 ფრიზერი (54)

სევილია 2:0 ყარაბაღი

გოლები: 1:0 ბრაიან ხილი (61), 2:0 მუნას დაბური (90+2)

სპორტინგი 4:0 პსვ

გოლები: 1:0 ფელიპე (9), 2:0, 4:0 ფერნანდეში (15, პენ-64), 3:0 მატიე (42)

კომენტარები

ბოლო ამბები