Thumbnail

მადაგასკართან ერთად – საქართველოს ნაკრები მსოფლიოში 91-ეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფეხბურთელებმა ნოემბერში ორივე მატჩი წააგეს
  • საქართველოს ნაკრები მომავალ მეტოქე ბელარუსს ჩამორჩება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას მიერ განახლებულ რეიტინგში 1 ადგილით დაქვეითდა და 1267 ქულით მადაგასკართან ერთად, 91-ე პოზიციას იყოფს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ნოემბერში 2 მატჩი ჩაატარეს და ორივე მინიმალური ანგარიშით წააგეს: 0:1 – შვეიცარიასთან ევრო 2020-ის შესარჩევ თამაშში და 1:2 – ხორვატიასთან ამხანაგურში.

შედეგად, საქართველოს ნაკრებს 7 ქულა მოაკლდა და ახლა, 4 საფეხურით ჩამორჩება ბელარუსს (1280 ქულა), რომელთან დაპირისპირებაც ევრო 2020-ის პლეი-ოფში მოუწევს.

საქართველოსა და ბელარუსს შორის ზამბია, კონგო და ლიბანი იმყოფებიან, ქართველთა უახლოესი კი მდევრები ისრაელი, ვიეტნამი და კვიპროსი არიან.

ფიფას რეიტინგის სათავეში კვლავაც ბელგიის ნაკრები რჩება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ათივე მატჩი მოიგო, მოწინავე ათეული კი ასე გამოიყურება.

1. ბელგია – 1765 ქულა, 2. საფრანგეთი – 1733, 3. ბრაზილია – 1712, 4. ინგლისი – 1661, 5. ურუგვაი – 1645, 6. ხორვატია – 1642, 7. პორტუგალია – 1639, 8. ესპანეთი – 1636, 9. არგენტინა – 1623, 10. კოლუმბია – 1622.

📷 | gff.ge

კომენტარები

ბოლო ამბები