Thumbnail

დიდი 10 | ლელომ იუნკერები დაამარცხა, აკადემიამ ლოკომოტივს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლოკომოტივი 5:25 აკადემია | ლოკომოტივმა 9 ტურში მეხუთე თამაში წააგო
  • ლელო 31:25 იუნკერები | მასპინძლები მე-3 ადგილამდე აღზევდნენ

თბილისის ლოკომოტივმა დიდი 10-ის პირველი წრე აკადემიასთან მარცხით დაასრულა. აკადემიამ დიდ 10-ში ლოკომოტივს ზედიზედ მეორედ მოუგო. მატჩი სტუმრების 20-ქულიანი უპირატესობით დასრულდა - 25:5. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 13:5 მოიგეს და მეორე ნახევარში კიდევ 12 უპასუხო ქულა გაიტანეს. აკადემია 26 ქულით მე-4 ადგილზეა. ლოკომოტივი 14 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

ლოკომოტივი: ლელო ქვათაძის ანგარიშზეა.

აკადემია: ლელო: ჭუაძე (X2), ბერიკაშვილი. მოძღვრიშვილმა 2 ჯარიმა და 2 გარდასახვა გაიტანა.

ლოკომოტივი V აკადემია

ლოკომოტივი V აკადემია

ლოკომოტივი V აკადემია

ლოკომოტივი V აკადემია

ლოკომოტივი V აკადემია

ლოკომოტივი V აკადემია

ლოკომოტივი V აკადემია

ლელომ პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა. მათ იუნკერები 6 ქულით, 31:25 დაამარცხეს და ჩემპიონატში მე-3 ადგილამდე აღზევდნენ. მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული მოთამაშე ირაკლი ყიასაშვილი იყო, რომელმაც 14 ქულა დააგროვა. მან ლელოს, ჯარიმისა და 3 გარდასახვის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები