Thumbnail
  • ალბანეთი 0:2 საფრანგეთი
  • ანდორა 0:2 თურქეთი
  • მოლდოვა 1:2 ისლანდია

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. დიდიე დეშამის გუნდმა ბოლო მატჩი ალბანეთთან გამართა და სტუმრად 2:0 მოიგო. ფრანგებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს, თავი კი ტოლისომ და გრიზმანმა გამოიჩინეს. 

ალბანეთი 0:2 საფრანგეთი

იგივე ანგარიშით თურქეთმა ანდორა დაამარცხა, ისლადიამ კი ასევე გასვლაზე მოლდოვას 2:1 მოუგო. მოკლედ, სამივე შეხვედრაში სტუმრებმა გაიმარჯვეს. ამ ჯგუფში სატურნირო ინტრიგა ჯერ კიდევ წინა ტურში მოკვდა, როდესაც ფრანგებმა და თურქებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ისლანდია ამჯერად დიდი საფეხბურთო ფორუმის მიღმა დარჩა. 

H ჯგუფი

ალბანეთი 0:2 საფრანგეთი

გოლები: 0:1 ტოლისო (9), 0:2 გრიზმანი (30) 

ანდორა 0:2 თურქეთი

გოლები: 0:1 უნალი (17), 0:2 უნალი (21-პენ.)

მოლდოვა 1:2 ისლანდია

გოლები: 0:1 ბარნასონი (17), 1:1 მილენჩეანუ (56), 1:2 სიგურდსონი (65) 

 

კომენტარები

ბოლო ამბები