Thumbnail
  • ბრივმა ჩელენჯ ქაფზე ქართული ლელოებით მოიგო
  • დავით მესხმა ინგლისური უორჩესტერ უორიორსი დაალელოვა

ევროპული რაგბის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირი დაიწყო. ბრივმა ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში სტად ფრანსეს სტუმრად 16 ქულით, 27:11 სძლია. აღსანიშნავია, რომ ბრივის მიერ პირველ ტაიმში აღებული ოცივე ქულა ქართველების ანგარიშზეა. სტად ფრანსეს ლელოები ვასილ ლობჟანიძემ და ოთარ გიორგაძემ გაუტანეს. თედო აბჟანდაძემ ორივე ლელო გარდასახა და ორი ჯარიმის გატანაც შეძლო.

შეხვედრაში მონაწილეობა 5-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო: ოთარ გიორგაძემ, ვასილ ლობჟანიძემ, ლუკა ჯაფარიძემ, ვანო კარკაძემ და თედო აბჟანდაძემ. ერთადერთი მორაგბე, რომელიც მინდორზე არ შეუყვანიათ კარლენ ასიეშვილია. ბრივი ჩელენჯ ქაფის მომდევნო ტურში ინგლისურ ბრისტოლს შეხვდება.

დავით მესხის, დავით კაჭარავას, მიხეილ გაჩეჩილაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის ენისეიმ ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში უორჩესტერ უორიორსთან 14:57 წააგო. დავით მესხმა სტუმრების დალელოვება შეძლო. ენისეის მომდევნო მეტოქე უელსური დრაგონსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები