Thumbnail
  • მადრიდის ატლეტიკო 2:0 ბილბაოს ატლეტიკი

დიეგო სიმეონეს გუნდი აგრძელებს ლა ლიგაში გამარჯვებას, ატლეტიკო კევინ გამიეროს თქმით ბარსას მდევარი ბოლომდე იქნება, სანამ დაწევის მინიმალური შანსი იარსებებს "ვიცით, რომ კარგ ფორმაში არიან და მატჩებს იგებენ, მაგრამ ჩვენ, ჩვენ საქმეს ბოლომდე გავაკეთებთ" თქვა ფრანგმა.

24-ე ტურის შეხვედრაში ანგარიში 67' წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა კევინ გამიერომ გახსნა და მადრიდელები დააწინაურა. ფრანგს საგოლე გადაცემა თანამემამულემ - ანტუან გრიზმანმა გაუკეთა, გამიეროს ბოლო 3 გოლიდან, სამივე შემთხვევაში "ასისტი" გრიზმანის ანგარიშზეა.

დიეგო კოშტა და ანტუან გრიზმანი მეორე გოლის შემდეგ

ბასკების წინააღმდეგ მეორე გოლი დიეგო კოშტამ გაიტანა, რომელიც იანვარში დაბრუნებული ფორვარდისთვის მიმდინარე სეზონში მეოთხე აღმოჩნდა.

დიეგო სიმეონე
"გრიზმანი ძალიან დაგვეხმარა, გამოვიდა თუ არა თამაში შეცვალა და გამარჯვება მოგვაპოვებინა. კი, გვქონდა მანამდე მომენტები, მაგრამ ვერ ვიტანდით და თამაში თითქოს არეული იყო."

მადრიდელებს ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაში, მხოლოდ 9 გოლი აქვთ გაშვებული და 24 ტურის შემდეგ 55 ქულით, მეორე ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები