- უკრაინულ 'კლასიკოზე' დინამოს ფანებმა ტაისონი წყობიდან გამოიყვანეს
- დავით ხოჭოლავა რასიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს
უკრაინის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში დავით ხოჭოლავას შახტარმა კიევის დინამო 1:0 დაამარცხა. ამ შეხევედრაში, რომელშიც საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგო იყო, ინციდენტი მოხდა - კიევის დინამოს ფანები შახტარის ბრაზილიელ ლეგიონერებს და განსაკუთრებით ტაისონს "მაკაკო, მაკაკოს" ეძახდნენ ტრიბუნებიდან. რასაც ტაისონის რეაქცია მოყვა - მან ბურთი ისროლა ფანების მისამართით და ატირდა. ამ საქციელისთვის ტაისონი მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
მატჩის შემდეგ დავით ხოჭოლავამ თანაგუნდელებს, ტაისონსა და დენტინიოს მხარდაჭერა გამოუცხადა და რასიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა: "არა რასიზმს! არ უსმინოთ ბრიყვ ადამიანებს ქვის ხანიდან" - დაწერა ქართველმა მცველმა ინსტაგრამის სთორიში.
კომენტარები