Thumbnail
  • ჰაიფაში, ბრაზილიისა და ისრაელის ლეგენდების ნაკრებთა მატჩი გაიმართა
  • შეხვედრა სამხრეთამერიკელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა 
  • კაკა, ბებეტო, რივალდო, რონალდინიო და ამოროზო ფორმაში არიან

ისრაელი ქალაქ ჰაიფაში, სტადიონ "სამი ოფერზე", ბრაზილიისა და ისრაელის ლეგენდების მატჩი გაიმართა, სახელწოდებით - Shalom Game. 28 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით, ბრაზილიელმა ვეტერანმა ვარსკვლავებმა მასპინძლებს ანგარიშით 4:2 მოუგეს.

სამხრეთამერიკელთა გუნდში ითამაშეს: ჯეფერსონმა, ემერსონმა, ალდაირმა, გონსალესმა, რობერტო კარლოსმა, კაპომ, ამოროზომ, ედმილსონმა, კაკამ, ბებეტომ, რივალდომ, რონალდინიომ და სხვებმა. 

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდების ნაკრები ჰაიფაში

ბრაზილიის ნაკრებში გოლები ბებეტომ, რონალდინიომ, კაკამ და ამოროზომ გაიტანეს. მილანისა და რეალის ყოფილი ვარსკვლავი კი ყურადღების ცენტრში სხვა მხრივაც მოექცა.

მეორე ტაიმის ერთ ეპიზოდში, არბიტრმა ლილაჰ ასულინმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში თამაში შეაჩერა, კაკასთან მიირბინა და ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აშკარად უმიზეზოდ უჩვენა. ბრაზილიელი გაოცებული შეჰყურებდა მსაჯ გოგონას, როდესაც ამ უკანასკნელმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და 37 წლის ვარსკვლავთან სელფი გადაიღო.

📺 ისრაელი 2:4 ბრაზილია 

კომენტარები

ბოლო ამბები