Thumbnail

ინტერმა ლიდერობა დაიბრუნა - მარტინესისა და ლუკაკუს გოლები ბრეშასთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრეშასთან ლაუტარო მარტინესმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს
  • კონტეს გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე დაბრუნდა

ინტერმა იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ბრეშასთან სტუმრად 2:1 მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა. ''ნერაძური'' 23-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ლაუტარო მარტინესის დარტყმის შემდეგ ბურთი ბრეშას ფეხბურთელს მოხვდა და ალფონსოს კარში აღმოჩნდა.

რომელუ ლუკაკუმ 63-ე წუთზე მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა და ინტერს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა, რომელიც შკრინიარმა საკუთარ კარში გატანილი გოლით გაქვითა, თუმცა ინტერმა მაინც მოიგო და 3 ქულა მოიპოვა.

ინტერის შემტევ დუეტს, ლაუტარო მარტინესსა და რომელუ ლუკაკუს 10 ტურში 12 გოლი დაუგროვდათ.

კონტეს გუნდმა ლიდერობა დაიბრუნა და იუვენტუსის თამაშს დაელოდება. ''ნერაძურის'' 25 ქულა აქვს და იუვენტუსს 2 ქულით უსწრებს. ინტერი მომდევნო ტურში ბოლონიას ესტუმრება. ბრეშა კი სტუმრად ვერონასთან ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები