- 15 კითხვა ბათუმის დინამოს შესახებ
- ადრეული წლები, 90-იანები და თანამედროვე დინამო
ცნობილია, რომ საქართველოში ფეხბურთი ზღვით შემოვიდა - ჯერ ფოთს მოედო, შემდეგ გურიას, აჭარას, სამეგრელოს და მალე თბილისამდეც მიაღწია.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ფეხბურთს უტრიბნო მოედნებზე, ასობით პატარა გუნდი თამაშობდა. ხოლო ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ, ფეხბურთმა სახელმწიფოს ჩარევით ცოტა ორგანიზებული სახე მიიღო.
მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და ჯანსაღ, თვითგანვითარებად რელსებზე მდგარი ქართული საკლუბო ფეხბურთიც, საბჭოთა კავშირის პირამიდაში ჩაერთო, სადაც ფეხბურთის თამაშს ქვეყნის იდეოლოგია 'გავალებდა'.
თუმცა ამაზე კარგი 'დავალება' პარტიას ალბათ ხალხისთვის არ მიუცია. სწორედ ასე დაიწყო ჩვენთან ბევრი გუნდის სიცოცხლე, რომელიც ხალხს დღემდე უყვარს - ეს ქვიზიც სწორედ ერთ-ერთი ასეთი უძველესი გუნდის შესახებაა, გუნდის, რომელიც ქალაქის სიმბოლო, იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია - დინამო ბათუმი!
ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე ძველი დინამო?





რამდენი სეზონი აქვს ბათუმის დინამოს საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული?





1980-81 წლების თბილისის დინამოს ცნობილ თასების თასის კამპანიაში, ბათუმის დინამოს რამდენი აღზრდილი მონაწილეობდა?





1990 წელს, სხვა გუნდების მსგავსად, სახელი ბათუმის დინამოსაც შეუცვალეს... რა სახელით ასპარეზობდა კლუბი 1990-94 წლებში?





ვის წინააღმდეგ ითამაშა ბათუმის დინამომ 1995 წელს პირველი ევროთასის მატჩი ისტორიაში?





1995-96 წლების თასების თასის სეზონი ბათუმელებმა პირველ რაუნდში, სელტიკთან მარცხით დაასრულეს… ვინ გაუტანა დინამოს ორივე შეხვედრაში დუბლი?





1998 წელს ბათუმის დინამომ საქართველოს თასზე თბილისის დინამოს 6 წლიანი ჰეგემონია დაამხო, ვინ გაიტანა ფინალში 120-ე წუთზე გამარჯვების გოლი?





დინამოს ყოფილ მეკარეს - ნიკოლოზ ტოგონიძეს საქართველოს ნაკრებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული - 1997 წელს, ოფიციალურ მატჩში კი დებიუტი სწორედ ამ ნაკრებთან ჰქონდა...





ის ერთადერთია, ვინც ბათუმის დინამოს სახელით საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა...





რომელ წელს დაანგრიეს ბათუმის ცენტრალური სტადიონი? რომელიც 18 000 მაყურებელს იტევდა...





ბათუმის სტადიონამდე, ქალაქში კიდევ ერთი სპორტული კომპლექსი აშენდა, რომელიც უკვე 2 წელია დინამოს სახლია...





2016 წელს, გარდამავალი ჩემპიონატის მცირე ფინალში, ამ ფეხბურთელმა თბილისის დინამოს მიხეილ მესხზე გამარჯვების გოლი გაუტანა და ბათუმელებს ევროთასის საგზური მოაპოვებინა...

ამ ლეგიონერს, დინამოს ფორმით 82 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 40 გოლის გატანა შეძლო!



დინამოს რომელ მოქმედ ფეხბურთელს ვერ ვხედავთ ფოტოზე?





რომელი მოქმედი დინამოელის კარიერაა გამოსახული ლოგოების მიხედვით?





კომენტარები