Thumbnail

სიტის სკაუტები იტალიაში - გვარდიოლა ახალ პირლოს აკვირდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პეპ გვარდიოლა იტალიელ ფეხბურთელს აკვირდება
  • სანდრო ტონალის ანდრეა პირლოს ადარებენ

გაძეტა დელო სპორტის ინფორმაციით, ბრეშასა და ფიორენტინას დაპირისპირებას მანჩესტერ სიტისა და პარი სენ ჟერმენის სკაუტები დაესწრნენ. პეპ გვარდიოლა ბრეშას ნახევარმცველს სანდრო ტონალის აკვირდება.

როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გვარდიოლას ერთ-ერთი სამიზნე სწორედ იტალიელი ფეხბურთელი იქნება. ტონალი ბრეშას პირველ გუნდში სამი წელია თამაშობს - მას იტალიის ნაკრებში დებიუტი ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს ჰქონდა. მანჩინიმ სანდრო ლიხტენშტეინთან ბოლო 16 წუთი ათამაშა.

სანდროს მიმართ ინტერესს იტალიური კლუბებიც იჩენენ: ინტერი, იუვენტუსი და მილანი. ტონალის იტალიაში ''ახალ პირლოს'' უწოდებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები