Thumbnail
  • ათი საინტერესო ფაქტი ევროპალიგის პლეი-ოფამდე.

ევროპალიგის პლეი ოფი უკვე განახლდა. ცრვენა ზვეზდამ მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. დღეს კიდევ 15 მატჩი გაიმართება. მანამდე კი გთავაზობთ ათ საინტერესო ფაქტს ევროპალიგის მიმდინარე სეზონზე.

ცრვენა ზვეზდა 0:0 ცსკა
უგოლო ფრე რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე.

1. წაუგებელი გუნდები
ოთხმა გუნდმა ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა. ბერგამოს ატალანტამ, სანქტ პეტერბურგის ზენიტმა, ათენის აეკმა და ზალცბურგმა ჯგუფურ ეტაპზე წაუგებლად იასპარეზეს.

2. ყველაზე მეტი გოლი
სანქტ პეტერბურგის ზენიტმა ევროპალიგის ჯგუფრ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. რუსებმა 17-ჯერ მოახერხეს მეტოქეთა კარის აღება. მეორე ადგილზე რეალ სოსიედადია, რომელიც ზენიტის ჯგუფში ასპარეზობდა. ბასკებმა 16-ჯერ გაიტანეს ჯგუფურ ეტაპზე.
ზენიტის მეტოქე ევროპალიგის პლეი ოფში გლაზგოს სელტიკი იქნება.

3. ბომბარდირი
ევროპალიგის ბომბარდირთა დავაში სამი ფეხბურთელი ლიდერობს. მილანის ანდრე სილვას, ზენიტის ემილიანო რიგონისა და კიევის დინამოს ჟუნიორ მორაეშს 6-6 გოლი აქვთ გატანილი.
კიევის დინამოს მეტოქე პლეი ოფში ათენის აეკი იქნება.

4. საუკეთესო მეპასე
როგორც გითხარით, სოსიედადს 16 გოლი აქვს გატანილი. საუკეთესო მეპასე სწორედ მათი ფეხბურთელი - სერხიო კანალესია. სერხიომ ჯგუფურ ეტაპზე 5 საგოლე პასი გააკეთა. მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი და სოსიედადის კაპიტანი ჩაბი პრიეტოა 4 საგოლე გადაცემით.

სერხიო ზალცბურგთან ეცდება საგოლე პასების გაკეთებას.

5.ყველაზე მეტი სეივი
ბატეს მეკარემ, შერბიცკიმ 31- ჯერ იხსნა საკუთარი კლუბი გოლისგან. ამ შედეგით ის ჯერჯერობით პირველ ადგილს იკავებს.

6. ყველაზე მეტი ზუსტი პასი
ჯგუფურ ეტაპზე ასიერ ილარამენდიმ ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა შეასრულა. მის ანგარიშზე 507 ზუსტი პასია.

7. პლეი ოფიდან პლეი ოფამდე
ევროპალიგის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში 44-მა გუნდმა 22 საგზური გაითამაშა. 22 გუნდიდან 13-მა მოახერხა ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა და შემდეგ ეტაპზე გასვლა.

8. პირველი ეტაპიდან ჯგუფურ ეტაპამდე
უამრავი კლუბი ცდილობდა ჯგუფურ ეტაპზე გასვლას, მათ შორის სამი ქართულიც იყო.(ტორპედო, ჩიხურა და ბათუმის დინამო). პირველი ეტაპიდან ჯგუფურ ეტაპამდე სამმა გუნდმა მიაღწია : შკედერბეუმ, ცრვენა ზვეზდამ და თელ ავივის მაკაბიმ. ცრვენა ზვეზდა ერთადერთი კლუბია, რომელმაც პირველი ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა და პლეი ოფში გავიდა. სერბებმა პლეი ოფში გასული გუნდებიდან ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ცოტა, 3 გოლი გაიტანეს.

9. პასების სიზუსტე
ყველაზე ზუსტად პასებს ლუსიენ ფავრეს შეგირდები არიგებენ. საფეხბურთო კლუბ ნიცას ფეხბურთელთა გადაცემების 91% ზუსტია. მათ ერთი პროცენტით სოსიედადი ჩამორჩება. ხუთეულში მილანი, ჰერტა და არსენალი შედიან.
ნიცას მეტოქე პლეი ოფში საბა კვერკველიას მოსკოვის ლოკომოტივი იქნება.

საბას მარიო ბალოტელისა და ალასან პლეას შეჩერება მოუწევს.

სამივე ქართველი განაცხადშია - ხოჭოლავა, კვერკველია და ანანიძე ევროთასებზე

10. ბურთის ფლობა
ეუსებიო საკრისტანის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობს იყოს დომინანტი. სოსიედადს საშუალოდ 67%-იანი ბურთის ფლობა აქვს. ხუთეულში არსენალი, ვილიარეალი, კოპენჰაგენი და მილანი შედიან.

წინ 15 საინტერესო მატჩი გველის. ევროპის სხვადასხვა ქალაქებში კლუბები მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ ფინალი ლიონში გაიმართება. ლიონის მეტოქე პლეი ოფში ვილიარეალი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები