- ატლეტიკო 1:1 ვალენსია
- ჟოაო ფელიქსმა ტრავმა მიიღო
ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში ატლეტიკომ ვალენსიას უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ატლეტიკო 16 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ვალენსიას 13 ქულა აქვს.
35-ე წუთზე დენის ჩერიშევმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და VAR-ის დანიშნული პენალტი დიეგო კოშტამ გამოიყენა. ვალენსია მარცხისგან დანი პარეხომ იხსნა, რომელმაც 82-ე წუთზე შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა იან ობლაკის კარში.
მატჩის ჰაილაითები
დიეგო კოშტა ატლეტიკოს მე-6 ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, ვინც ლა ლიგაში 50 გოლის გატანა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ატლეტიკომ ტრავმის გამო ახალგაზრდა ტალანტი ჟოაო ფელიქსი დაკარგა. შაბათს ჩემპიონმა ბარსელონამ სტუმრად ეიბარი 3:0 დაამარცხა.
ატლეტიკო 1:1 ვალენსია
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (36-პენ), 1:1 პარეხო (82)
გაძევება: ლი (91)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ფელიპე, ხიმენესი, ერმოსო (54. ლოდი) - ჟოაო ფელიქსი, კოკე, თომასი (54. ლემარი), საულ ნიგესი - დიეგო კოშტა, მორატა (68. მ. ლორენტე)
ვალენსია (4-1-4-1): სილესენი - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, ხ. კოსტა - კონდოგბია (65. გამეირო) - ფ. ტორესი (71. სოლერი), კოკლენი, პარეხო, ჩერიშევი (77. ლი) - მაქსი გომესი
კომენტარები