Thumbnail
  • საქართველო 33:7 ურუგვაი
  • ქართველმა მორაგბეების ინტერვიუები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა იაპონიის ქალაქ კუმაგაიაში ურუგვაი 33:7 დაამარცხეს და პირველად ტურნირის ისტორიაში ბონუს-ქულის აღებაც მოახერხეს.

📺 ვიდეო: ქართველმა მორაგბეებმა ვასილ ლობჟანიძემ და სანდრო თოდუამ POPSPORT-თან ინტერვიუში მატჩი შეაფასეს. 

ვასილ ლობჟანიძე: “გუნდში 12 ცვლილება იყო, რამაც გაამართლა, რადგან დავდეთ 5 ლელო, გავიმარჯვეთ ბონუს-ქულით და ავიღეთ 5 ქულა. 3 დღეში ფიჯისთან გვაქვს თამაში და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ძალები აღვიდგინოთ. ფიჯისთან ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ შევეცდებით, რომ მოვიგოთ. დებიუტანტებს მსოფლიოზე პირველ თამაშს მივულოცავ, მაგრამ მათ სულაც არ ეტყობოდათ, რომ დებიუტანტები იყვნენ, რადგან ძალიან კარგად ითამაშეს.”  

სანდრო თოდუა: ეს გამარჯვება დაგეგმილი გვქონდა, ამისათვის ძალიან ბევრს ვმუშაობდით და სასიხარულოა, რომ მიზანს მივაღწიეთ. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას. უელსთან მატჩის შემდეგ იყო ცვლილებები და ცოტა გაურკვევლობებიც, მაგრამ საერთო ჯამში დადებითად შევაფასებდი. ახლა ფიჯისთან მატჩი გველოდება, მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე გვაქვს. აღდგენებს დღესვე ვიწყებთ და ვეცდებით, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვიყოთ.”

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები