Thumbnail

ხმალაძემ სიონი წაგებას გადაარჩინა - თბილისის დინამომ ქულები დაკარგა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თბილისის დინამო 1:1 სიონი
  • თბილისურმა კლუბმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

თბილისის დინამომ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში სიონს უმასპინძლა და მეტოქეს ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. თბილისურმა კლუბმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა. დინამო გიორგი კუხიანიძემ თავური დარტყმით დააწინაურა, რის შემდეგაც ბოლნისის სიონმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიში მხოლოდ ნოდარ ქავთარაძის გაძევების შემდეგ გაათანაბრა.

მატჩის 92-ე წუთზე დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან ხმალაძემ გოლი ასევე თავური დარტყმით გაიტანა და დინამოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგინა.

ეროვნულ ლიგას ამჟამად ორი ლიდერი ჰყავს. თბილისისა და ბათუმის დინამოებს თანაბარი 58-58 ქულა აქვთ. ბათუმის დინამო საკუთარ შეხვედრას ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ წყალტუბოში გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები