Thumbnail

25 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია! ქართველმა გოლიათმა მორიგ წარმატებას ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიაღწია, სადაც დღეს შეჯიბრი მძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ.) ჩატარდა და ჩვენებურმა კონკურენტებს ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა, 208, 215 და 220 კგ-იანი შტანგა დასძლია, თავისივე მიღწევა 2 კგ-ით გააუმჯობესა და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ატაცი

208 კილოგრამი ✅
215 კილოგრამი ✅
220 კილოგრამი ✅

ლაშას მსოფლიოს რეკორდის გარეშე გამოსვლა არც აკვრაში დაუსრულებია, სადაც 247, 255 და 264 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა. შეგახსენებთ, რომ უწინდელი მიღწევა (260 კგ.) ასევე ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.

აკვრა

247 კილოგრამი ✅
255 კილოგრამი ✅
264 კილოგრამი ✅

ტალახაძემ მსოფლიოს მე-3 რეკორდი ორჭიდის ჯამში დაამყარა, სადაც 484 კგ. მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ სომეხ გორ მინასიანს (460) 24 კგ-ით აჯობა, ბრინჯაოს მედალი კი  კიდევ ერთმა სომეხმა რუბენ ალეკსანიანმა (437 კგ.) მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ტალახაძის ფენომენალური სვლა სტარტს 2015 წლიდან იღებს, როდესაც მან მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად მოიგო, მას შემდეგ კი, ლაშამ პლანეტის უძლიერესი ძალოსნის ტიტული კიდევ 3-ჯერ (2017, 2018, 2019) დაისაკუთრა, 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც გაჩემპიონდა, ევროპის პირველობა კი 4-ჯერ (2016, 2017, 2018, 2019) აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები