Thumbnail

იმედის ფსონი | ალკმაარის მინიმუმ 2 გოლი ფეიენოორდთან, ნანტი-რენის ‘კი’

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 24 სექტემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

დღეს გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,5 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ალკმაარის 1,5-ზე მეტ გოლს აქვს ფეიენოორდთან - 2,10.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“ატლეტიკოს მოგების დროა - სამი თამაშია, ვერ იგებს და დროა, რომ ნავსი გატეხოს. ნანტისა და რენის მატჩში ორივეს გატანას ვფიქრობ. პირველ რიგში იმიტომ, რომ უკვე ბევრი “არა” აქვთ ნათამაშები. ესეც რომ არ იყოს, ორივე გამტანი გუნდია.

ფიორენტინა მართლა არ არის ისეთი ცუდი გუნდი, რომ ვერავის უგებდეს. წესით, ახლა მაინც უნდა მოიგონ - მით უმეტეს, სამპდორია დიდი არაფერი გუნდია.

ალკმაარი მხიარული გუნდია, გოლები გააქვს და უშვებს. ფეიენოორდთან მოგებას, ან X2-ს ვამჯობინე, რომ ალკმაარის 1,5-ზე მეტი გოლი ავიღო."

"იმედის ფსონის" სტუმარი დღეს სპორტული კომენტატორი ტატო ბაციკაძე იყო, რომელმაც 6-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - ევროპაბეთის მიხედვით, კოეფიციენტით 10,5. ყველაზე მაღალკოეფიციენტიანი ფსონია 4,5-ზე მეტი ბარათი მონაკოსა და ნიცას მატჩში 

მაყურებლის ბილეთიც 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 13,3 გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები