- წარსულში ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელის ვაჟი ჩელსის აკადემიაში ვარჯიშობს
- მილანისა და ჩელსის ექს-ფორვარდმა არ იცის, როგორი იქნება კრისტიანის არჩევანი
- კრისტიან შევჩენკოს ოთხი ქვეყნის სახელით შეუძლია გამოსვლა
კიევის დინამოს, მილანისა და ლონდონის ჩელსის ყოფილი თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებს, ახლახან საზოგადოებას ამცნო, რომ მისი მეორე ვაჟი, კრისტიანი ჩელსის აკადემიაში ვარჯიშობს.
ანდრეი შევჩენკო არცერთ ვარიანტს გამორიცხავს, თუმცა, უპირატესობასაც არცერთს ანიჭებს.
"ჩემი მეორე შვილი ჩელსის აკადემიაში ვარჯიშობს. ძალიან კარგი სკოლაა, რომელსაც ათეულობით მაღალი დონის ფეხბურთელი აღუზრდია. რომელი ქვეყნის ნაკრებში თამაშს ვურჩევ შვილს, თუკი ამ დონემდე მიაღწევს? ჰმ… ძალიანაც ვისურვებდი, რომ არჩევანი ასე დამიდგეს. აი, როცა საქმე აქამდე მივა, მაშინ ვილაპარაკებთ", - აქვეყნებს შევჩენკოს ნათქვამს vesti.ua.
42 წლის ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის. ფეხბურთელობის დროს ის კიევის დინამოსა და მილანში კახი კალაძესთან ერთად გამოდიოდა. ფორვარდმა ასევე ითამაშა ლონდონის ჩელსიში.
კომენტარები