- მე-5 ადგილისთვის მატჩში სერბეთმა ჩეხეთი დაამარცხა
- საშა ჯორჯევიჩმა მოგებული თამაშის შემდეგ წასვლა გამოაცხადა
სერბეთის საკალათბურთო ნაკრების თავკაცი საშა ჯორჯევიჩი თანამდებობიდან გადადგა. ეს მას მერე მოხდა, რაც მისმა ნაკრებმა მე-5 ადგილისთვის მატჩში ჩეხეთი 90:81 დაამარცხა. ტურნირის წინ სერბებისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, ვიდრე მე-5 ადგილია, ამ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტადაც მოიხსენიებდნენ.
"გადაწყვეტილების შესახებ პირველი კალათბურთელებს ვუთხარი. ვფიქრობ, წასვლის დროა. ახლა მხოლოდ გადადგომა მსურს. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი მიზნები ჩინეთში ვერ განვახორციელეთ", - განაცხადა ჯორჯევიჩმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ფავორიტი - აშშ-ის ნაკრები სულაც მე-7 ადგილზე გავიდა, რაც ამ გუნდის ისტორიაში უცუდესი შედეგია.
კომენტარები